saqarTvelos qedebi - afianCa-CiJouSis qedi

 

განედური, ანტიკლინური, დაბალი ქედი მდინარეებს კელასურსა და კოდორს შორის, წებელდის ტაფობს ესაზღვრება სამხრეთიდან. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვების, თიხებისა და კირქვებისაგან. ქედის აბსოლუტური სიმაღლეები ზღვის დონიდან მერყეობს 650-1036 მ შორის. თხემი მოკავებულია, ჩრდილოეთი კალთა - დამრეცი, სამხრეთი - შედარებით ციცაბო. კალთები ტყითაა შემოსილი, ქედის შუა ნაწილი უტყეოა და ათვისებულია სამეურნეოდ.